უნომრო SIM-ბარათის გამოყენების ინსტრუქცია
მაგთის უნომრო SIM-ბარათით შეგიძლიათ:
- შეიძინოთ და გაააქტიუროთ ახალი ნომერი
- დაპორტირდეთ მაგთის ქსელში
- ნომერს შეუცვალოთ SIM-ბარათი
ამისთვის აუცილებელია რეგისტრაცია აპლიკაციაში MyMagti.
გადმოწერეთ აპლიკაცია
იმისთვის, რომ შეიძინოთ ნომერი, შეცვალოთ SIM-ბარათი ან დაპორტირდეთ მაგთის ქსელში, აუცილებელია გაიაროთ მომხმარებლის იდენტიფიცირება.
ინსტრუქციები:
მომხმარებლის რეგისტრაცია:
- რეგისტრაციის დასაწყებად მიუთითეთ ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი.
- შეიყვანეთ კოდი, რომელსაც მიიღებთ ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე.
- შეიყვანეთ და გაიმეორეთ პაროლი.
- დაეთანხმეთ პორტალით სარგებლობის წესებს, რის შემდეგაც შეიქმნება თქვენი მომხმარებელი MyMagti-ზე.
მომხმარებლის იდენტიფიცირება:
- გახსენით აპლიკაციის მენიუ და მოძებნეთ „პარამეტრები“.
- დააჭირეთ „იდენტიფიცირებას“.
- შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი, გაეცანით და დაეთანხმეთ მომხმარებლის იდენტიფიცირების წესებსა და პირობებს და დააჭირეთ შემდეგს.
- შეიყვანეთ ნომერზე ან ელ. ფოსტაზე მიღებული აქტივაციის კოდი.
- შეარჩიეთ იდენტიფიცირებისთვის სასურველი დოკუმენტი.
- დოკუმენტის წინა მხარე სწორად მოათავსეთ ჩარჩოში.
- დოკუმენტის უკანა მხარე სწორად მოათავსეთ ჩარჩოში.
- მოათავსეთ სახე ოვალში.
- იდენტიფიცირება გავლილია წარმატებით.
ნომრის შეძენა:
- გახსენით აპლიკაციის მენიუ და აირჩიეთ „ონლაინ შეკვეთა“,
ან ისარგებლეთ სწრაფი გამოძახების ღილაკით „შეკვეთა“. - აირჩიეთ „ნომრის შეძენა“.
- გრაფაში შეიყვანეთ სასურველი ციფრების კომბინაცია და მიუთითეთ ფასის დიაპაზონი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შემოწმება“.
- აირჩიეთ სასურველი ნომერი.
- გაეცანით და დაეთანხმეთ დოკუმენტებს.
- აირჩიეთ „უნომრო SIM-ბარათი“ და შეიყვანეთ SIM-ბარათზე დატანილი ნომერი, დააჭირეთ დადასტურებას, რის შემდეგაც ნომერი გააქტიურდება.
- თუ ფასიან ნომერს შეარჩევთ, ღირებულებას მარტივად გადაიხდით სასურველი საბანკო ბარათით.
- შეიყვანეთ საბანკო ბარათის მონაცემები და დააჭირეთ გადახდას.
- გადახდის შემდეგ ნომერი გააქტიურდება, დააჭირეთ დასრულებას.
SIM-ბარათის შეცვლა:
- გახსენით აპლიკაციის მენიუ და აირჩიეთ „ონლაინ შეკვეთა“,
ან ისარგებლეთ სწრაფი გამოძახების ღილაკით „შეკვეთა“. - დააჭირეთ SIM-ბარათის ცვლილებას.
- გაიარეთ იდენთიფიკაცია.
- აირჩიეთ SIM-ის შეცვლა ფიზიკური SIM-ით.
- შეიყვანეთ SIM-ბარათის ნომერი, უსაფრთხოების კოდი და დააჭირეთ ბარათის აქტივაციას.
- SIM-ბარათის წარმატებული ცვლილებისას დაიწერება „ოპერაცია შესრულებულია“.
პორტირება:
- გახსენით აპლიკაციის მენიუ და აირჩიეთ „ონლაინ შეკვეთა“,
ან ისარგებლეთ სწრაფი გამოძახების ღილაკით „შეკვეთა“. - დააჭირეთ მობილური ნომრის პორტირებას.
- აირჩიეთ არსებული ოპერატორი, შეიყვანეთ დასაპორტირებელი ნომერი და აირჩიეთ, რამდენ დღეში გსურთ პორტირება.
- პორტირების მეთოდში აირჩიეთ „უნომრო SIM-ბარათით“, გაეცანით და დაეთანხმეთ დამატებით ინფორმაციას.
- შემდეგ გვერდზე შეავსეთ ნომრის მფლობელის მონაცემები.
- შეიყვანეთ უნომრო SIM-ბარათზე დატანილი ნომერი, უსაფრთხოების კოდი და დააჭირეთ შემდეგს.
- კიდევ ერთხელ შეამოწმეთ მონაცემების სიზუსტე.
- გაეცანით და დაეთანხმეთ წესებსა და პირობებს, შეიყვანეთ კოდი, რომელიც გამოიგზავნება დასაპორტირებელ ნომერზე და დააჭირეთ დადასტურებას.
- მოთხოვნა გაგზავნილია, დაელოდეთ პასუხს.
- პორტირების სტატუსის შესამოწმებლად, ჩამოშალეთ MyMagti-ში დამატებული ნომრების ჩამონათვალი.
- მონიშნეთ თქვენი დასაპორტირებელი ნომერი.
- გამოჩნდება პორტირების სტატუსი. პორტირებაზე უარის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მოქმედ ოპერატორს.