Magticom
Search

ინფორმაცია და კომპანიის მოკლე ისტორია

Print Version
მაგთიკომის მიზანია თავის აბონენტებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი, მათთვის უზრუნველყოს საუკეთესო ხარისხის სატელეკომუნიკაციო კავშირი, შესთავაზოს მრავალფეროვანი სერვისები.

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი"  დაარსდა 1996 წლის თებერვალში, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

დღეისათვის მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.

მაგთიკომის გენერალური დირექტორია დევიდ ლი.

მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე, 1999 წლის  ნოემბერიდან კი იგი საქართველოს GSM ოპერატორებიდან პირველი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე - GSM 900/1800 მეგაჰერცზე. 2005 წლიდან მაგთიკომმა პირველმა საქართველოში დაიწყო მესამე თაობის ქსელის მშენებლობა, რათა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა 3G სერვისები.

2005 წლის ივლისში მაგთიკომმა მაგთის შემდეგ მეორე ბრენდი, ახალგაზრდული ბალი გაუშვა.

2006 წლის ზაფხულში კომპანია, GSM-მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად, პირველად საქართველოში უზრუნველყოფს მესამე თაობის სერვისების მომსახურებას: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია.

2008 წელს მაგთიკომი გასცდა მობილური კავშირის ფარგლებს, CDMA-450 სტანდარტის ქსელი გამართა და ახალი ბრენდის - მაგთი ფიქსის საშუალებით, საქართველოს მოსახლეობას ფიქსირებული, უსადენო სატელეფონო კავშირი და ინტერნეტ მომსახურება შესთავაზა.

2009 წლის იანვარში კომპანიამ გამოაცხადა 3.5 თაობის HSDPA ტექნოლოგიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაშვება.

2009 წლის ოქტომბერში კომპანიამ გამოაცხადა BlackBerry® სერვისების გაშვება.

2010 წლის 7 ივნისს გაეშვა მაგთიკომის ახალი, ბრენდი "ბანი".

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, რომელიც გამორჩეულია ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით.
მაგთიკომი უცვლელი ლიდერია საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე და აბონენტთა მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

მაგთიკომის ქსელით დაფარულია საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ზე მეტი.