კომპანიის შესახებ
შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი,
1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:
International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
მაგთიკომის შვილობილი კომპანია: შპს "დელტაკომი"
- 2024ISO 27001 სერთიფიკატი
შპს „მაგთიკომმა“ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI) შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.
- 2023დაინერგა BI (Business Intelligence)
დაინერგა BI (Business Intelligence)
- 2022ელქტრონული ხელმოწერის დანერგვა
ელქტრონული ხელმოწერის დანერგვა
- 2021Best in Test - სერთიფიკატი
2021 წლის 12 თებერვალს, umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს.
- 2020მაგთის ლოგოს ცვლილება
2020 წლის 22 სექტემბერს შეიცვალა მაგთის ლოგო
- 2020გაეშვა 5G ქსელის ტესტირება
2020 წლის 13 აგვისტოს მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა.
- 2019eSIM მაგთისგან
2019 წლის 1 აგვისტოს პირველად საქართველოში უახლესი ტექნოლოგია - eSIM მაგთისგან.
- 2019Magti TV PLAY
Magti TV PLAY - ტელევიზია შენს სმარტფონში - 2019 წლის 18 მარტიდან.
- 2018VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია
2018 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მაგთიკომმა გაუშვა VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია.
- 2016მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
2016 წლის 21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
- 2016საკაბელო ინტერნეტი, ინტერნეტ-ტელევიზია (IPTV), ფიქსირებული ტელეფონია და ჰოსტინგის სერვისი.
2016 წლის 1 აგვისტოს მაგთიკომმა საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV), ფიქსირებული ტელეფონიისა და ჰოსტინგის სერვისის მიწოდება დაიწყო.
- 20164.5G LTE-Advanced ქსელი
2016 წლის 31 მაისს საქართველოში პირველად გაეშვა 4.5G LTE-Advanced ქსელი.
- 2016შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2016 წლის 30 მაისს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
- 20154G/LTE ქსელი
2015 წლის 1 თებერვალს გაეშვა მაგთიკომის 4G/LTE ქსელი.
- 2013მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი
2013 წლის დეკემბერიდან ჩაეყარა საფუძველი მაუწყებლობას საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებული 3 ახალი კინოარხით - მაგთი ჰიტი, მაგთი კინო, ჩვენი მაგთი.
- 2012მაგთისატი
2012 წლის იანვარში ამოქმედდა მაგთისატი - საქართველოში თანამგზავრული მაუწყებლობის პირველი ოპერატორი. 2022 წლის 31 დეკემბერს მაგთისატის მომსახურება გაუქმდა.
- 2008მაგთი ფიქსი
მაგთი ფიქსი - უსადენო ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურება, რომელიც ოპერირებისთვის იყენებდა CDMA 450 ტექნოლოგიას. 2022 წლის 29 ივლისს მაგთი ფიქსის სერვისი გაუქმდა.
- 20063G სერვისები
3G ქსელის გამართვის შედეგად, 2006 წელს გაეშვა 3G სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.
- 2001პირველი GPRS ზარი
GPRS ქსელის მშენებლობის შედეგად, 2001 წელს პირველი GPRS ზარი განხორციელდა.
- 1997პირველი კომერციული ზარი
1997 წლის 22 სექტემბერს მაგთიკომის ქსელიდან პირველი კომერციული ზარი განხორციელდა.
მაგთიკომი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი ტელესაკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს:
- მობილური ტელეფონია
- მობილურ ინტერნეტი (მობილური ქსელის განვითარების შემდეგი ტექნოლოგიებით: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G)
- სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)
- ინტერნეტ ტელევიზია (IPTV) და
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.
მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ასეულობით პროექტი განახორციელა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად.
მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა. მისი წვლილი ქართულ ეკონომიკაში კვლავაც უპრეცედენტოა. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მაგთიკომმა ქართულ ეკონომიკაში ორი მილიარდ შვიდას მილიონ ლარამდე (2.692.547.839) შეიტანა.
საიდენტიფიკაციო კოდი: 204876606
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 7
ნომერი: 110011, (+995) 32 2170000
ელ. ფოსტა: office@magticom.ge