შპს „მაგთიკომმა“ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI)  შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. 

შპს „მაგთიკომმა“ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI)  შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. 

02 / თებერვალი / 2024

ISO 27001-ის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მაგთიკომს დანერგილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემა (ISMS), ასევე, ყველა ბიზნეს პროცესზე იცავს კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპებს და რომ მაგთიკომი შეესაბამება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებს. 

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მაგთიკომის ყველა სერვისზე ვრცელდება და მოიცავს მობილურ და ფიქსირებულ სერვისებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, IT სერვისებს/სისტემებს. 

/ ISO 27001 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვასა და კონტროლს, მოიცავს და არეგულირებს ისეთ პროცესებს, როგორიცაა: რისკების შეფასება, აქტივების მართვა, წვდომის კონტროლი, ბიზნეს უწყვეტობა, ცვლილებების და ინციდენტების მართვა, ასევე ითვალისწინებს რიგი ტექნოლოგიური კონტროლის მექანიზმების დანერგვას. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დაფუძნებულია მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე./

ISOISO