Setanta + Netflix მაგთისგან

Setanta + Netflix მაგთისგან

30 / ივნისი / 2024

შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდება:
მსოფლიო კინო და ყველა სპორტული მოვლენა ერთ პაკეტში!

თვეში 29 ლარიდან, გამოიწერე „Setanta + Netflix მაგთისგან“ და მიიღე:

  • Netflix-ის სერვისი
  • Setanta Sports-ის სერვისი
  • Setanta Sports-ის არხები მაგთის IPTV-ზე

უყურე ნებისმიერი ადგილიდან,
უყურე ნებისმიერი ზომის ეკრანზე!

გაიაქტიურე შეთავაზება მარტივად - აპლიკაციიდან MyMagti

ხშირად დასმული შეკითხვები
რა ღირს შეთავაზება - „Setanta + Netflix მაგთისგან“ - გამოწერა?

შეთავაზების გამოწერის ღირებულებაა თვეში 29 ლარი. შეთავაზებაში შედის Netflix-ის საბაზისო (Basic) პაკეტი, Setanta Sports-ის აპლიკაცია და Setanta Sports-ის არხები მაგთის IPTV-ზე. Netflix-ის უფრო მაღალ პაკეტზე ასვლის შემთხვევაში ღირებულებას ემატება:

  • 7 ლარი - სტანდარტის (Standard) გააქტიურებისას;
  • 13 ლარი - პრემიუმის (Premium) გააქტიურებისას.
როგორ გავააქტიურო შეთავაზება „Setanta + Netflix მაგთისგან“?

შედი აპლიკაციაში MyMagti, გადადი შეთავაზების გვერდზე და გაააქტიურე „Setanta + Netflix მაგთისგან“.

როგორ გავააქტიურო Netflix-ის სტანდარტული ან პრემიუმ პაკეტი?

Netflix-ის სტანდარტული ან პრემიუმ პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ საბაზისო შეთავაზების გააქტიურებს შემდეგ.

მაღალ პაკეტზე ასვლა შესაძლებელია როგორც აპლიკაციიდან MyMagti, ისე - Netflix-ის პლატფორმიდან.

გამოწერის გააქტიურების შემდეგ როგორ ვისარგებლო Setanta Sports-ითა და Netflix-ით?

შეთავაზების გამოწერის შემდეგ, SMS-ით მოგივა ბმული, რომელზე გადასვლითაც დაასრულებ აქტივაციას და შეძლებ სერვისით სარგებლობას.

რა ვქნა, თუ უკვე ვარ Setanta Sports-ის და/ან Netflix-ის მომხმარებელი?

თუ უკვე სარგებლობ ერთ-ერთი ან ორივე სერვისით, მაინც შეგიძლია გაიაქტიურო შეთავაზება „Setanta + Netflix მაგთისგან“.

შეთავაზების გააქტიურებამდე სასურველია, Setanta Sports-სთან და/ან Netflix-სთან დააზუსტო, ექვემდებარება თუ არა შენი გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას.

დამატებითი ინფორმაცია
  • „შეთავაზების“ გასააქტიურებლად უნდა სარგებლობდეთ „მაგთიკომის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან/და IP ტელევიზიით;
  • თუ თქვენ სარგებლობთ „მაგთიკომის“ დამატებითი TV პაკეტით „Setanta“, „შეთავაზების“ გააქტიურების შემდეგ ის გაუქმდება. სურვილის შემთხვევაში, თქვენ ხელახლა უნდა გაიაქტიუროთ TV პაკეტი „Setanta“;
  • „შეთავაზებით“ სარგებლობის 30-დღიანი ღირებულება ჩამოგეჭრებათ გააქტიურების მომენტში;
  • „შეთავაზების“ გააქტიურებიდან ყოველი 30 დღის გასვლის შემდეგ, „შეთავაზებით“ სარგებლობის შემდგომი 30 დღის საფასური ავტომატურად ჩამოგეჭრებათ;
  • იმისათვის, რომ, „შეთავაზების“ ფარგლებში, ისარგებლოთ "Netflix"-ისა და "Setanta Sports"-ის სერვისებით, თქვენ უნდა გაიაროთ აქტივაციის პროცედურა "Netflix"-სა და "Setanta Sports"-ზე. ინსტრუქციას მიიღებთ ელექტრონული ფოსტის ან SMS-ის საშუალებით;
  • „Netflix“-ის სხვა პაკეტების („Standard“ და „Premium“) გააქტიურება შესაძლებელია  „შეთავაზების“ („Setanta + Netflix მაგთისგან“) გააქტიურების შემდეგ;
  • „შეთავაზების“ გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან;
  • თითო მომხმარებელზე შესაძლებელია შეთავაზების მხოლოდ ერთხელ გააქტიურება;
  • შეთავაზებით სარგებლობის პირობები სრულად.