გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი!

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი!

15 / ივლისი / 2024

მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.

15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზარდათ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ:

  • 30 მბ/წმ-იანი პაკეტი - 50 მბ/წმ-მდე,
  • 50 მბ/წმ-იანი პაკეტი - 80 მბ/წმ-მდე.

შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასის ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

  • ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება შემცირდა და 100 ლარის ნაცვლად 80 ლარად არის ხელმისაწვდომი.

ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება.

სასიამოვნო სიახლეები მომავალშიც გაგრძელდება.