სიახლეები

04.11.2010

საერთაშორისო ნომრიდან 353861003124 მაგთის აბონენტებმა მიიღეს სმს–ები, რომლებიც ადრესატებს 2 000 000 ფუნტის მოგებას აუწყებდნენ. ეს შემთხვევა თაღლითობის მცდელობაა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ ნუ გადარეკავთ გამომგზავნელ ნომერზე, ის საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს და საფასური ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. ასევე ნუ გააგზავნით წერილს ტექსტში მითითებულ მისამართზე.