საჩივრის რეგისტრაცია

თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი როგორც მომხმარებლის უფლება, შეგიძლიათ მოგვმართოთ ზეპირი ან წერილობითი პრეტენზიით (საჩივრით).

თქვენი საჩივარი განხილულ იქნება, მაგთიკომის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულება  შესაბამისად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 15 კალენდარული დღის  განმავლობაში.
იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი საჩივრის განხილვა, აუცილებელია მასში დაფიქსირებული იყოს: 

1. საჩივრის წარმდგენის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი და თარიღი;
2. სააბონენტო ნომერი ან აბონენტის ნომერი (UID);
3. მოთხოვნის/პრეტენზიის შინაარსი;
4. გარემოება, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.

საჩივრის გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად - office@magticom.ge
ასევე, მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში წარდგენით.

ზეპირი პრეტენზიის რეგისტრაცია შესაძლებელია ცხელ ხაზზე დარეკვით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0322170000 ან 110011 (ზარი მაგთიკომის ქსელიდან უფასოა).

საჩივრის განსახილველად საჭიროა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საჩივრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლის შესაბამისადაც მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება.