ინფორმაცია ტექნიკური სამუშაოების შესახებ

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ძლიერი ქარიშხლის, თოვლისა და წვიმის გამო იმერეთის, რაჭის, სამეგრელოსა და სვანეთის სოფლების ნაწილში, ასევე
ასპინძა-ნინოწმინდის და ქარელის მიმართულებით მაგთის მომხმარებლებს სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ.

იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

07.02.2024

გაცნობებთ, რომ ოპტიკური ინტერნეტისა და IP ტელევიზიის მომსახურებაზე თბილისის გარკვეულ უბნებში დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოები. აღნიშნულის გამო 07.02.2024 02:00-დან 07.02.2024 07:00-მდე შესაძლოა დაფიქსირდეს სერვისის დროებითი შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღდგება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის

25.12.2023

ძლიერი ქარიშხლის გამო, დასავლეთ საქართელოში მაგთის აბონენტების ნაწილს  სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ. 
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს!

ძლიერი ქარიშხლის გამო, დასავლეთ საქართველოში მაგთის აბონენტების ნაწილს სერვისებზე დროებითი შეფერხება აქვთ. 
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კახეთის საყურადღებოდ!

კახეთის მიმართულებით, საგზაო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მაგთიკომის ოპტიკური კაბელი, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვა.

მაგთიკომის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.

18.07.2023

ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მაგთიკომის ოპტიკური კაბელი, რის გამოც მაგთიკომის მომხმარებლებს არ მიეწოდებათ ფიქსირებული ინტერნეტის და ტელვიზიის სერვისი, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვაც.

მაგთიკომის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.

16.05.2023

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც 16 მაისს, 06:00-დან 07:30-მდე დროის მონაკვეთში, შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა: ბალანსის შევსება, სერვისების ჩართვა/გამორთვა, პორტალით სარგებლობა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. 

12.01.2023

უამინდობის გამო გარკვეულ რეგიონებს და უბნებს ელექტროენერგია მიეწოდებათ შეზღუდვებით, აღნიშნულმა გარკვეულ ლოკაციებზე გამოიწვია საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეზღუდვაც. 

ყველა შესაბამისი უწყება და სამუშაო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად.  

31.12.2022

გაცნობებთ, რომ 31.12.22-დან 02.01.23-ის ჩათვლით კომპანია „მანი მუვერსის“ დაგეგმილი ტექნიკური განახლების გამო, მათ არხებზე შეწყდება გადასახადების მიღება. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:
კომპანია "მანი მუვერსი" 2023 წლის 1 იანვრიდან სრულად ცვლის როგორც არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე - ე.წ. ''ქორს''. იცვლება აქამდე არსებული ყველა ტრანზაქციული და ფინანსური სქემა. ეს ყველაზე დიდი განახლებაა ჩვენი არსებობის ისტორიაში, შესაბამისად, შეწყდება გადასახადების მიღება ჩვენს ყველა არხში 2022 წლის 31 დეკემბრის 22:00-დან 2023 წლის 2 იანვრის 22:00-ის ჩათვლით (გათვალისწინებულია მაქსიმალური ვადა).

11.12.2022

გაცნობებთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მაგთიკომი 11 დეკემბერს 03:00-დან 07:00-მდე, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რამაც დროის მოცემულ მონაკვეთში მომსახურების გაწევისას შესაძლოა, სერვისებზე გამოიწვიოს გარკვეული ხარვეზები. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.